loader

ძაღლი ბათურა, რომელიც მაშველად მუშაობს - რა გზა გაიარა ინტერნეტვარსკვლავმა, ვიდრე ის მაშველი გახდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლი ბათურა, რომელიც მაშველად მუშაობს - რა გზა გაიარა ინტერნეტვარსკვლავმა, ვიდრე ის მაშველი გახდებოდა

ბათუმის ზღვისპირეთის ახალი "მაშველი" ძაღლი, ბათურა სრულიად "სოციალური ქსელის" ​ვარსკვლავი გახდა. ვიდეოს, რომელიც საგანგებო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა, "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს.
როგორც გაირკვა, ბათურა 32 წლის მაშ­ველ­მა გო­დერ­ძი გო­გიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­თუმ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვა. ძაღ­ლი ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს თა­ვი­დან­ვე მი­ე­კედ­ლა და აღარ ჩა­მო­შო­რე­ბია. მაშ­ველ­მა ძაღ­ლის გაწ­ვრთნა და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მას მაშ­ვე­ლის ინ­სტინ­ქტე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­და და ახლა ის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს.

Ambebi.ge გო­დერ­ძი გო­გიშ­ვილს ესაუბრა:

"ორი თვეა სანაპიროზე მაშველად ვმუშაობ. ამ სამსახურში მუშაობა წელს დავიწყე.საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობ. ოთხფეხა მეგობარი სანაპიროზე ვიპოვე, ორი თვეა ჩემთან იმყოფება, ყავს თუ არა პატრონი არ ვიცი. ამ დრომდე არ გამოჩენილა. კარგი მეგობარია და ადამიანები უყვარს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე მისთვის სამაშველო წესები მესწავლებინა - როდესაც წყალში შევდიოდი და ადამიანების გადარჩენას ვცდილობდი ვაკვირდებოდი, რომ უკან მომდევდა ზღვაში. ეს რომ შევნიშნე გადავწყვიტე, მისთვის ადამიანების გადარჩენა მესწავლებინა. უკვე იცის, თუ როგორ შეიძლება სამაშველო ინვენტარი წყალში მოგაწოდოს. ჯერჯერობით სწავლის რეჟიმში ვართ",- ამბობს მაშველი გოდერძი გოგიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ავტორი: მარიკო კეკელიძე