ნიკანორ მელიას ახალი მარგალიტი - როგორ გაიჭედა "ნაციონალების" ლიდერი საკუთარ ტყუილში
თოქ-შოუ "რეაქციაში"( იხილეთ გადაცემა სრულად) ინგა გრიგოლიამ ნიკანორ მელიას "პალიტრა მედიის" ერთ-ერთი კომპანიის სარჩელთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა (შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელია კონკურენტულ ტენდერზე, რომელშიც "პალიტრა მედიის" კომპანია "ედლაინმა" გაიმარჯვა, ამტკიცებდა, რომ უკონკურენტო იყო. "ედლაინმა" დეპუტატს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა).
მელიამ სარჩელთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა და ჟურნალისტის კითხვაზე, "ნუ, თუ ისინი თვლიან, რომ თქვენ ცილი დასწამეთ", მელიამ ფაქტად მოიყვანა საკითხი, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არც "პალიტრა მედიასთან" და არც სარჩელთან.
მან გრიგოლიას შეკითხვას უპასუხა: "კარგით, ქალბატონო ინგა, ცილი როგორ დავწამეთ. ცილის დაწამებაა, როდესაც 4 მილიონი ლარი დაიკარგა სახელმწიფო წყლის კომპანიიდან და ბუღალტერზე გადატყდა ჯოხი და არც ჯანყარაშვილმა აგო პასუხი და არც მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა და არც მაშინდელმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. ცილისწამებაა ეს?"
ასევე დაგაინტერესებთ:
კომპანია "ედლაინმა" ნიკანორ მელიასგან ცრუ ინფორმაციის საჯარო უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სანამ ნიკა მელია საჯაროდ არ უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ვიტოვებთ უფლებას, მოვიხსენიოთ ის, როგორც ნიკანორ-ცრუ მელია -"პალიტრამედიის" რედაქტორთა საბჭოს გადაწყვეტილება
შავი პიარის "შავი მუშები" თუ ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმი?!