loader

რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - დრონით გადაღებული კადრები სრულ სურათს გაჩვენებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - დრონით გადაღებული კადრები სრულ სურათს გაჩვენებთ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში კვლავ რთული ვითარებაა. საქართველოს სამთავრობო უწყებები 24 საათზე მეტია სტიქიას ებრძვიან. საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ჭუბერში შექმნილი საგანგებო შტაბი. ადგილზე რჩებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და სხვა უწყებების ხელმძღვანელები.

მესტიაში სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ელოდებიან. შეინიშნება მდინარე ნენსკრას დონის მატებაც. დატბორილია სახლები, საკარმიდანო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები.

"ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონაში განაგრძობს მუშაობას. გთავაზობთ ახალ ვიდეო და ფოტომასალას, რომელიც ცოტა ხნის წინაა გადაღებული. 



ასევე დაგაინტერესებთ: გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ნენსკრას ხეობაში მომხდარი სტიქიის მიზეზებს განმარტავს

კადრები უკომენტაროდ - ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ხე მოგლიჯა

"უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი" - პრემიერი სვანეთის სტიქიაზე