loader

"უსაფუძვლოდ არაფერი ხდება..." - ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსაფუძვლოდ არაფერი ხდება..." - ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

ირაკლი ნოზაძის დაჭრამდე ავტომობილში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თამთა ჯანჯღავასა და ირაკლი ნოზაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანჯღავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას განზრახული ჰქონდა ირაკლი ნოზაძის მოკვლა. ავთანდილ ბუაძე არ ასახელებს, თუ რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

რაც შეეხება ბრალს, თამთა ჯანჯღავას ბრალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ წაყენებია. ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერჯერობით მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი - "პიკასოს" დაჭრაში ბრალდებულის ახლობელი

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები