რას ეძებს ჩეხი მამაკაცი ყოველდღე ლისის ტბაში
ზლატკო კოჟუშნიკო ჩეხი მეთევზეა, რომელიც ლისის ტბაზე ყოველ დილით დადის. ამ ზამთარს, როცა თევზი არ იყო, ზლატკო ტბაზე მაინც ადიოდა და მეტალოდეტექტორით მონეტებს ეძებდა. სწორედ ამ ძიებისას აღმოაჩინა მისთვის ყველაზე ძვირფასი ნახევარკაპიკიანი და ყველაზე ძველი, 1831 წლის მონეტა. ამბობს, რომ თევზაობისას მთავარია, არა რას დაიჭერ, არამედ თავად პროცესი და ბუნებასთან ურთიერთობა.
ავტორი: დარინა ქამადაძე