წერეთლის 93-ში, მოსახლეობამ პარკის ასაშენებლად საკუთარი ავტოფარეხები დათმო
თბილისის მერის განცხადებას, რომ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში ძველი ავტოფარეხების ნაცვლად, თბილისის მერია მოსასვენებელ სკვერებს გააკეთებს, დაინტერესება უკვე მოჰყვა.
წერეთლის 93-ის მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ მათ ეზოში განთავსებული 7 ავტოფარეხი დაენგრიათ და მის ნაცვლად პარკი გაეშენებინათ. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა კამერასთან გამოჩენა არ ისურვეს, თუმცა მათი გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ავტორი: ნარიტა ჩხაიძე