loader

ბერი ნიკოლოზის მრევლი ყოველ დილით მის სახლთან ლოცულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერი ნიკოლოზის მრევლი ყოველ დილით მის სახლთან ლოცულობს

ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურება 20 წლის წინ შეუწყდა, რისი მიზეზიც მისი სასულიერო სწავლება გახდა.
2016 წელს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეს შემდეგნაირადაა განმარტებული:

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი, სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: "მხსნელი", "გადამრჩენელი" და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება" - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, საზოგადოების მცირე ნაწილი ნიკოლოზ მაქარაშვილს "ერის გადამრჩენელს" და ამ საუკუნეში მცხოვრებ ნამდვილ წმინდანს უწოდებს. მრევლის ნაწილი, რომელიც თავს ბერი ნიკოლოზის სულიერ შვილებად მიიჩნევს, თბილისში ორ ადგილას იკრიბება სალოცავად: გამრეკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ მაქარაშვილი ცხოვრობდა და ბარნოვის ხიდზე, სადაც ის დღეს ცხოვრობს.


იხილეთ:


რა ხდება ამ წუთებში გამრეკელის ქუჩაზე, სადაც მრევლი ბერი ნიკოლოზის სახლში შეშვებას ითხოვს

შეხლა-შემოხლა გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზი მრევლთან ერთად მივიდა