loader

"სამი შვილი დარჩა ობლად, რა მეშველება, არ ვიცი..." - მინდელის შახტასთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამი შვილი დარჩა ობლად, რა მეშველება, არ ვიცი..." - მინდელის შახტასთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან

ტყიბულში, მინდელის შახტასთან გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებიან.
შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.


ასევე დაგაინტერესებთ:

ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

გარდაცვლილი მაღაროელის და: "ჩემო ერთადერთო..." - მძიმე კადრები ტყიბულის შახტიდან, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა