"ჩემ გვერდით დაწექი" - 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს, პედაგოგის სახლში გადაიღო.
არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.
არასრულწლოვანი სამეგრელოში ფეხბურთის გუნდში სათამაშოდ იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩავიდა. მწვრთნელის სახლში ის თანაგუნდელთან ერთად ცხოვრობდა. მოზარდი ამტკიცებს, რომ სექსუალური ურთიერთობა მასწავლებელმა მას სახლში გადასვლიდან 1 კვირაში, ფულის სანაცვლოდ, შესთავაზა.
მოზარდმა ვიდეო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაიღო, მასწავლებლის სახლიდან წამოვიდა და მოძალადის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.