"დაუკითხავად წამოვედი" - ხაშურიდან ზოოპარკის სანახავად გამოპარული ბავშვი პატრულმა მშობლებს დაუბრუნა
10 წლის ხაშურელი გიორგი ნოზაძე პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. როგორც ირკვევა, ბიჭუნა, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, დიდი ხანია ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და გუშინ სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა და თბილისში ჩამოვიდა.
ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა.
ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა.