"სიკვდილით არ მომკვდარა, მაგრამ აღარც არაფერი არ დარჩა" - "დიდუბის" მეტროში მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
მეტროსადგურ "დიდუბეში" მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის მეტროპოლიტენის" პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებით ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"14:15 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მეტროსადგურ "დიდუბეში" მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. კონკრეტულად რა მოხდა, ჯერ არ ვიცით. ის ამოყვანილია და გადაყვანილია საავადმყოფოში", - განაცხადეს პრესსამსახურში.
მომხდარის გამო "თბილისის მეტროპოლიტენი" მგზავრებს ვერ ემსახურება "ვაგზლის მოედნიდან" "ახმეტელის თეატრამდე". მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ "სადგურის მოედნიდან" "ვარკეთილამდე".
ავტორი:თიკო გურაშვილი