loader

იხილეთ დეპუტატების სია, რომლებსაც ფულს იმაში ვუხდით, რომ ჩუმად იყვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იხილეთ დეპუტატების სია, რომლებსაც ფულს იმაში ვუხდით, რომ ჩუმად იყვნენ

საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომლებსაც პარლამენტში, სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს, ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.

2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით.

ეკა მელიქიძე, გოგა ოსეფაშვილი