ვინ არის ბიჭი, რომელიც საზოგადოებამ ერთი წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო - "მირჩევნია, ისევ დახეული ფეხსაცმელები მეცვას, ვიდრე ეგ ფული ამეღო" (ვიდეო არქივიდან)
თორნიკე ნინიკაშვილი საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა კურიერად მუშაობდა და ქუჩაში დიდი ოდენობის თანხა იპოვა, შემდეგ პატრონს დაუბრუნა. როგორც მაშინ ამბობდა, ერთი ჩვეულებრივი ზესტაფონელი ბიჭია და მოიქცა ისე, როგორც ყველა ადამიანი უნდა მოქცეულიყო.
იგივე შემთხვევა განმეორდა 2 დღის წინაც. მან ქუჩაში საფულე იპოვა და ძებნის შემდეგ პატრონს დაუბრუნა. ირკვევა, რომ მან საფულე იპოვა, სადაც მართვის მოწმობის მიხედვით მისი ვინაობა დაადგინა. მას შემდეგ, რაც თორნიკე ნინიკაშვილმა საფულე, თანხით და საბუთებით, პატრონს დაუბრუნა, საჩუქრად 100 ლარი მიიღო.
სიუჟეტი მომზადებულია ერთი წლის წინ.