რა ვიცით "კაწროს" მამის, "კანონიერი ქურდის", კაკო ბილანიშვილის შესახებ - მისი დნეპროპეტროვსკში დაკავების საარქივო კადრები
ავთანდილ ბილანიშვილის სახელმა შაქარაშვილის საქმეში მას შემდეგ გაიჟღერა, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ მამაკაცი, რომელიც გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" იყო. თუმცა მისი გამოკითხვის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ კადრებში აღნიშნული მამაკაცი "კაწრო" არ ყოფილა. ბილანიშვილების ოჯახი მედიის ყურადღების ცენტრში აქამდეც არაერთხელ ყოფილა.