loader

რას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც იტალიის მთავრობამ არალეგალურად დასაქმებული მიგრანტებისთვის მიაღწია - როგორ გაუმარტივებს კანონი ცხოვრებას ათასობით ქართველს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც იტალიის მთავრობამ არალეგალურად დასაქმებული მიგრანტებისთვის მიაღწია - როგორ გაუმარტივებს კანონი ცხოვრებას ათასობით ქართველს?

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისთვის "სანატორია" - დროებითი ბინადრობისა და მუშაობის უფლება გამოსცა. იტალიაში მიგრანტების შესახებ, რომლებიც შინამოსამსახურეებად თუ მომვლელებად მუშაობენ, რეგულაციებზე შეთანხმება შედგა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ, რომლის დიდი დამსახურებაა შეთანხმების მიღწევა, გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

რეგულაციები ორ მიმართულებას მოიცავს: ერთია არალეგალური, "შავი" სამუშაოების აღიარება, მეორე კი - უცხოელი მუშახელისთვის დროებითი ბინადრობის უფლებების გაცემა. შესაძლოა, რეგულაციებს დაახლოებით 500 ათასი უცხოელი დაექვემდებაროს.

თემაზე ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე გვესაუბრება, რომელიც უკვე 8 წელია, ფლორენციაში ცხოვრობს.



ავტორი: ეკა აბაშიძე