loader

"იძახდა, დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი შემოიტანაო" - თბილისში ავღანელ ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იძახდა, დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი შემოიტანაო" - თბილისში ავღანელ ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები, საიდი და ჰამიდი ავღანეთიდან არიან. ეთნიკურად ჰაზარებს რამდენიმე დღის წინ მძიმე შემთხვევა გადახდათ - 20 მარტს, ღამის 2 საათზე ისინი სახლში ტაქსით ბრუნდებოდნენ, როდესაც მძღოლმა მათ იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა, ვიდრე უნდა გადაეხადათ.

მიზეზად ტაქსის მძღოლმა მათი ეთნიკურობა დაასახელა, გადახდაზე უარის გამო კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამვლელებმა მძღოლის მხარე დაიჭირეს და ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 


ავტორი: ეკა აბაშიძე

რედაქცია: სიძულვილის ენის შემცველი და ქსენოფობური შინაარსის კომენტარები არ გამოქვეყნდება