loader

რა არის პანდემია და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მოსახლეობას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის პანდემია და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მოსახლეობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის შესახებ გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელებას.

11 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაიონფიცირების რაოდენობა 118 ატასს აღწევს მსოფლიოს 114 ქვეყანაში.

ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განმარტება გააკეთა და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართა.

ვიდეო: "რუსთავი 2"

ასევე იხილეთ: "ეს შემთხვევა გარკვეულად დაკავშირებულია იტალიასთან" - სად დაინფიცირდა 24-ე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა?

ჩვენთან არ ველოდები ეპიდემიას, არ ველოდები გარდაცვალებას, იმ პაციენტებზე დაკვირვებით გეუბნებით, რაც გვყავს - ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი