დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს - 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჯ.გ. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.