loader

"პანდა" აქვეყნებს სკანდალურ ვიდეოს, რომელშიც დეტალურად განმარტავს, რატომ აკრიტიკებდნენ "ფეისბუქზე" ოპოზიციას - "51-ე სკოლაში ტკივილი გამოვიარეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პანდა" აქვეყნებს სკანდალურ ვიდეოს, რომელშიც დეტალურად განმარტავს, რატომ აკრიტიკებდნენ "ფეისბუქზე" ოპოზიციას - "51-ე სკოლაში ტკივილი გამოვიარეთ"

სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელიც "ფეისბუკმა" რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ადასტურებს "ფეისბუკის" ბრალდებებს.

"პანდა" ასევე ეხმაურება "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის კვლევას და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას; ისინი ამბობენ, რომ მათ არ უწარმოებიათ ე.წ. ფეიკ ნიუსები, ანტიამერიკული პროპაგანდა და წვლილი არ შეუტანიათ "საზოგადოების გახლეჩაში".

ვიდეოში არაფერია ნათქვამი "ფეისბუკის" დასახელებულ თანხაზე.