loader

"გამიზნულად გააკეთეთ?" - ჟურნალისტის შეკითხვა მამაკაცს, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამიზნულად გააკეთეთ?" - ჟურნალისტის შეკითხვა მამაკაცს, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა

ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებული გელა ჭაღალიძის მიმართ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. როგორც პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პოლიციელს იმ მოტივით ესროლა, რომ იგი სამართალდამცავი იყო.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს "სისხლის სამართლის კოდექსის" ორი მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

18 დეკემბერს საღამოს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოთარ ლორთქიფანიძე მოქალაქემ მოულოდნელად დაჭრა. ბრალდებული მეწყვილემ ადგილზე დააკავა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



ასევე დაგაინტერესებთ: რა წერია ფურცელზე, რომელიც დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ ვახტანგ გომელაურს მიაწოდა