გიორგი გახარიას პირველი კომენტარი წუხელ განვითარებულ მოვლენებზე: "ჩვენ საჯაროს გავხდით, როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები"
გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული. პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე, თითოეული წამის სიზუსტით.
გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე, თითოეული წამის სიზუსტით.