კიევში ქართველი "კანონიერი ქურდის" დაკავების ვიდეოკადრები - ლაშა ჯაჭვლიანი სპეცრაზმმა რესტორანში დაიჭირა
უკრაინის დედაქალაქში სამართალდამცველებმა სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით „კრიმინალური ავტორიტეტები“ დააკავეს. ინფორმაციას პორტალი topnews.ru ავრცელებს. დაკავებულებს შორის არის 45 წლის ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი, რომელსაც ლაშა სვანის სახელით იცნობენ.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა, სადაც „კრიმინალური ავტორიტეტები“ იყვნენ შეკრებილნი.
პორტალი წერს, რომ „კანონიერ ქურდად“ ლაშა ჯაჭვლიანი 1985 წელს მონათლეს. რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
„ტოპნიუსის“ ინფორმაციით, ჯაჭვლიანი 1973 წლის 16 აპრილს დაიბადა, ოჩამჩირეში. დღეს უკრაინაში ის ერთ-ერთ ყველაზე „ავტორიტეტულ ქურდად“ მიიჩნევა.