loader

"ჩემი ვარაუდით, ეს იყო პოლიტიკური შეუთავსებლობა" - რატომ შიმშილობს მამაკაცი, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ვარაუდით, ეს იყო პოლიტიკური შეუთავსებლობა" - რატომ შიმშილობს მამაკაცი, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე უკვე მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობს. როგორც თავად აცხადებს, გუშინდელმა შეხვედრამ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან უშედეგოდ ჩაირა, რის გამოც, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მისი თქმით, იგი შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ახობაძე აპირებს, 24 საათიან რეჟიმში იდგეს სამინისტროს წინ.

თამაზ ახობაძე ანა სუბელიანთან ერთად, იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს. ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებდნენ, რის გამოც, დავა სასამართლოში გააგრძელეს. სამივე ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი სარჩელი და უწყებას კანონით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა, თუმცა, შეთანხმება ორ მხარეს შორის ამ დრომდე არ არის მიღწეული. 



ავტორი: თინათინ ზვიადაძე