loader

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც დონალდ და ივანკა ტრამპებმა თეთრ სახლში მიიღეს და რაზე ისაუბრა შეხვედრისას - ქართული ტიტრებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც დონალდ და ივანკა ტრამპებმა თეთრ სახლში მიიღეს და რაზე ისაუბრა შეხვედრისას - ქართული ტიტრებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია 2025 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ქალის განვითარებას შეუწყოს ხელი. მემორანდუმს ხელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა დონალდ ტრამპმა.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნებ­თან, ელ­ჩებ­თან და პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ლი­დე­რი ქა­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ზამ­ბა­ხი­ძე იყო.