შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა - რას აცხადებს პრეზიდენტი "რუსთავი 2"-ის ინფორმაციის საპასუხოდ
ჩემს მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „კურიერის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.