ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საქართველოში გადმოსვლის მიზეზებზე საუბრობს - სიუჟეტი ქართული ტიტრებით
საქართველოს შესახებ ავსტრიის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის შვილმა ფლორიანმა სამხრეთ კორეაში, საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო.
პორტალი Sova.news წერს, რომ თბილისში ფლორიანი 2017 წლის აპრილში ჩამოვიდა საქმიანი ვიზიტით, თუმცა გამგზავრება რამდენიმე დღით გადადო და მოახერხა, სვანეთი მოენახულებინა, რომელმაც მშობლიური, მაღალმთიანი ტიროლი გაახსენა - იქაც, სვანეთის მსგავსად, დიალექტზე საუბრობენ და სხვა ავსტრიელებს ტიროლელების ენის გაგება უჭირთ.
ავსტრიაში ფლორიანი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, დაძინებაც კი უჭირდა, თითქოს, რაღაც არ აძლევდა მოსვენებას.
მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რომ ქვეყანა უკეთ გაეცნო. ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ქვეყნის პირველი პირების განცხადებების არ სჯეროდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავად ენახა, რამდენად შეესაბამებოდა რეალობა ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციას.