loader

"ჩვენ დაგვაქციეს მათი ჯიბის ფულისთვის" - რას ამბობენ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ დაგვაქციეს მათი ჯიბის ფულისთვის" - რას ამბობენ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები

ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულ გამოძიებას და კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

გარდაცვლილი მოზარდის ახლობლების თქმით, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. "ვითხოვთ, სოფელში კარიერზე სამუშაოები შეწყდეს. აფეთქების შედეგად ბიძგები ძალიან ძლიერი იყო. ტრაგედიასთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. მართალია, გაგვაფრთხილეს, რომ აფეთქება იქნებოდა, მაგრამ დროზე ადრე მოხდა და მნიშვნელოვნად დაგვაზარალა. არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები.