loader

უკრაინული ვებგვერდი აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ფიგურირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული ვებგვერდი აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ფიგურირებენ

ვებგვერდზე, რომელსაც უკრაინული დომენი აქვს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.

ვებგვერდზე ნათქვამია, რომ "რედაქციას" სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, "კაგებეს გადამდგარი გენერლის", თემურ ალასანიას "სატელეფონო საუბრის" ჩანაწერი.

"რედაქციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ათასობით აუდიო-ვიდეოჩანაწერი შემოვიდა, რომლებშიც ის სხვადასხვა სახის მავნებლობას გეგმავს. ჩვენი წყაროს თანხმობით, რომელიც უკვე დაბრუნდა სამშობლოში და ჩვენს მყუდრო რედაქციაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ვავრცელებთ ძალიან მოკლე ვიდეოფრაგმენტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიახვედრებს, რა სახის მასალა მოხვდა ჩვენს ხელში" - ნათქვამია პოსტში.

წყარო: zdes.com.ua

ასევე იხილეთ: "ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს..." - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ფარულ ჩანაწერს