loader

"თავი გაქვთ მოსაკლავი, ფული როგორ გადაიხადეთ, თქვენ ხართ მკვლელები" - თემქაზე მოკლული გოგონას მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავი გაქვთ მოსაკლავი, ფული როგორ გადაიხადეთ, თქვენ ხართ მკვლელები" - თემქაზე მოკლული გოგონას მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ამის მიზეზი ის პირადი ხასიათის ინფორმაციაა, რომელიც საქმეშია.

როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე განიხილება დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობა. ასევე, საქმის არსებითად წარმართვის ან საქმის შეწყვეტის შესახებ იქნება შუამდგომლობა.


იხილეთ ასევე: "წვერს არ მოვიპარსავ, სანამ ის კაცი იქნება ცოცხალი... ძალიან მიმძიმს" - რას ამბობს თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა 

ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - პროკურორი საზარელი მკვლელობის დეტალებზე