loader

როგორ გადაარჩინეს სამტრედიელმა პოლიციელებმა მოქალაქე, რომელიც ხიდიდან მდინარეში გადახტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაარჩინეს სამტრედიელმა პოლიციელებმა მოქალაქე, რომელიც ხიდიდან მდინარეში გადახტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავტომობილო ხიდიდან მდინარე რიონში გადახტა, წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. დეტექტივ-გამომძიებელი გივი მიგინეიშვილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლევან მიგინეიშვილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სოფელ დაფნარის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა.

პოლიციელებმა დრო არ დაკარგეს, იქვე მცხოვრებ მოქალაქეს ნავი გამოართვეს, მდინარეში შევიდნენ და მამაკაცი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციელთა სწრაფი რეაგირების შედეგად, მის სიცოცხლე საფრთხე აღარ ემუქრება.