"ამომიყვანეს ეს ბავშვი ნაცემი" - სკოლა „ლამპარის“ დირექტორი მოსწავლეების დაპირისპირებაზე
ნაძალადევში მდებარე კერძო სკოლა „ლამპარის“ დირექტორის, დარეჯან ქადაგიძის განცხადებით, მათი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელსაც თანატოლებთან შელაპარაკება მოუვიდა, მხოლოდ მცირე დაზიანებები აქვს მიღებული.
როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი იაშვილის კლინიკაში ყოველი შემთხვევისთვის გადაიყვანეს.
ამასთან, მისი თქმით, დაპირისპირებაში მათი სკოლის სხვა მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.
დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი მასთან მე-12 სკოლის მანდატურმა მიიყვანა და უთხრა, რომ ჩხუბში ვიღაცის ხელი მოხვდა.
ავტორი: ნარიტა ჩხაიძე