loader

ცხარე კამათი მელიასა და კვირიკაშვილს შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - მელია მანდატურებმა გააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხარე კამათი მელიასა და კვირიკაშვილს შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - მელია მანდატურებმა გააკავეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ის დარბაზი დატოვეს, სადაც მათი მოსმენა მიმდინარეობდა.

სხდომის პროცესში ძირითადი გამომსვლელი ნიკა მელია იყო. მან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი დაადანაშაულა კორუმპირებულობაში, ქვეყნის ჩამოშლაში, რასაც პრემიერის საპასუხო განცხადებები მოჰყვა. აღნიშნულმა საბოლოოდ სხდომათა დარბაზში სიტუაცია დაძაბა.

ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ ის იყო კორუმპირებული პრემიერი. მის ამ რეპლიკას პრემიერის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

ასევე იხილეთ: გაწევ-გამოწევა პარლამენტში კვირიკაშვილსა და მელიას შორის

ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია - კვირიკაშვილი ბოდიშს იხდის