loader

”ომი - სამართალი და მშვიდობა" წიგნის პრეზენტაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ომი - სამართალი და მშვიდობა" წიგნის პრეზენტაცია

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" მიერ მომზდებული წიგნის "ომი - სამართალი და მშვიდობა", პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში შესულია მასალები რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის შესახებ.

როგორც წიგნის ავტორები განმარტავენ, ეს არის უმთავრესად დოკუმენტების კრებული.

ერთ-ერთი დონორის, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, "ადამიანის უფლებების პრიორიტეტმა" საკმაოდ სერიოზული სამუშაო გაწია.

გამოცემის რედაქტორის, ნინო ციხისთავის განცხადებით კი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი წიგნში არის მოსახლების ევაკუაცია.

”ინტერპრესნიუსი”