ქართველმა მორაგბეებმა კანადელები განადგურეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა. "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ლელოები მორაგბეებმა სოსო მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კახა ასეიშვილმა დადეს.
მილტონ ჰეიგის გუნდი ნოემბრის ტესტ-სერიის მორიგ შეხვედრას სტუმრად კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს, ხოლო 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს.