ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

"პატრულს ჩააკვდა ხელში" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე

22:11 / 25-10-2017
ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო. შს სამინისტროს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება

ასევე იხილეთ: ნუცუბიძეზე მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა - რას ჰყვებიან თვითმხილველები
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედა
არ ვიცავ არავის .უბრალოდ 33 წლის ბავშვი არ არის და.მეორეც პატრულმა დააკავა დამრღვევი წესების დაცვით.როგორც ასწავლიან ამას აკადემიაში და როგორცაა კანონით განსაზღვრული.და ავად რო იყო პატრულს არ დარსიზმრევდოდა.და თუ ეგრე აწუხებდა რამე თვითონ უნდა ეფიქრა თავის თავზე და ამ ზომამადე არ უნდა მისულიყო.
თარიღი : 26-10-2017
ოთარი
33 წლის ბავშვი როგორ არის ზრდასრული ადამიანია.
თარიღი : 26-10-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

"პატრულს ჩააკვდა ხელში" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა