loader

ნუცუბიძეზე მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა - რას ჰყვებიან თვითმხილველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნუცუბიძეზე მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა - რას ჰყვებიან თვითმხილველები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე ინციდენტის მონაწილე ნოდარ შანიძე საუბრობს.

ვიდეომასალაში შანიძე ამბობს, რომ ამჟამად გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა.

ნოდარ შანიძის თქმით, მასსა და გარდაცვლილის მეგობარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრული პოლიცია გამოიძახა.
შანიძე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ამჟამად გარდაცვლილი პირის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შანიძის ინფორმაციითვე, პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება მოახდინა და მისი დაკავება სცადა, რა დროსაც ის გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

"პატრულს ჩააკვდა ხელში" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე