მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში ცეცხლს აქრობს - ნახეთ ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენის პირველი კადრები
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, МИ-26-მა ბორჯომის ცაზე რამდენიმე წუთის წინ გადაიფრინა.
ვერტმფრენი ამ წუთებში წყლის ავზას ავსებს, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დაიწყებს.
თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.