ცნობილია, სად შეიძლება გააგრძელოს მუშაობა დავით ნარმანიამ თბილისის მერობის შემდეგ
მერიიდან აუდიტში - გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნარმანია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მერის რანგში მუშაობას დაასრულებს. ცნობისთვის, გენერალური აუდიტორის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა.