"სრული კოლაფსი თბილისის აეროპორტში", სადაც მგზავრთა სარეგისტრაციო პროგრამა გაითიშა და 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები შეფერხებით სრულდება. "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად გრძელ რიგებში დგანან.
ვაშაძის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი აეროპორტის ელექტრონული პროგრამის გათიშვაა, რის გამოც ავიაკომპანიების წარმომადგენლებს მგზავრების რეგისტრაციაში გატარება, ისე, როგორც ბარგის აღრიცხვა, ხელით უწევთ.
"სრული კოლაფსი აეროპორტში!
აეროპორტის პროგრამა არ მუშაობს! ყველა რეისი გადადებულია!
TAV ი გასაგდებია საქართველოდან!", - წერს ვაშაძე.
მისივე განცხადებით, ყველა რეისი დაახლოებით 2-საათიანი დაგვიანებით სრულდება.