GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს
განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ირანის მოქალაქე "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზეა დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი "მეტადონი", "მდმა"-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, "მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.