loader

"უცნობთან" დუეტის შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცნობთან" დუეტის შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

ბერ-დიაკვანის, მამა სერაფიმეს მიერ, არტისტ გია გაჩეჩილაძესთან, იგივე "უცნობთან" ერთად შესრულებული სიმღერა, სახელწოდებით "აღსარება" (იხილეთ ვიდეო), სოციალურ ქსელებში უდიდესი განხილვის თემად იქცა. იყო უამრავი გამოხმაურება, მათ შორის ქილიკი, დაცინვაც, რამაც სასულიერო პირის ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

მამა სერაფიმე ამ დუეტის შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ეს ვიდეო ზაზა შუკვანმა გაავრცელა შემდეგი თანმხლები ტექსტით:

"მამა სერაფიმესთან ვიყავი, ახლა დავბრუნდი, ინტერვიუ თუ ვიდეო მიმართვა ჩავწერე. ნამდვილად ვერ მოვიფიქრე რა სახელი დავარქვა ამ ვიდეო მიმართვას! ადამიანი რომელიც აბსოლიტურად უცხო ადამიანებთანაც კი სიყვარულის აფრქვევს ასეთი გულნატკენი მე პირადად ჯერ არ მინახავს! უბრალოდ იცოდეთ მამა სერაფიმე, რომ ათასჯერ და ათიათსჯერ მეტ ადამიანს უყვარხართ ვიდრე იმ გარკვეულ ნაწილს რომლებიც ყველაფერზე და ყველაზე ქილიკობენ!
ბედნიერი გზა და მშვიდობით დარუნება მა!", - წერს შუკვანი.

ჩართე ვიდეო: უცნობისა და მამა სერაფიმეს ერთობლივი
საგალობელი ინტერნეტს იპყრობს - გია გაჩეჩილაძის "აღსარება"