გია კორკოტაშვილი აღიარებს, რომ თათია დოლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა - "მოსაკლავია" არ დამიწერია, ცოტა უზრდელურად დავწერე ეს"
შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე. თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.
"ქართველთა მარშის" აქტივისტების, მათ შორის გია კორკოტაშვილი პოსტი, რომელიც გამოძიების დაწყების საბაბი გახდა, სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა. როგორც მოგვიანებით გია კორკოტაშვილის შვილმა, მომღერალმა Salio-მ განაცხადა, პოსტი მამამისს არ ეკუთვნოდა და მას "ფეისბუქი გაუტეხეს", თუმცა ტელეკომპანია "ობიექტივთან" საუბრისას გია კორკოტაშვილი თავადვე აღიარებს, რომ პოსტი მისი დაწერილია.