ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დაოჯახდა - ვიდეო, რომელიც მარიამ გრიგოლიამ საკუთარი "ფეისბუქით" გაავრცელა
ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია დაოჯახდა. ამის შესახებ მარიამის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათითა და მილოცვებით ხდება ცნობილი.
მარიამმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი და მეუღლის - ნიკოლოზ გამეზარდაშვილის ფოტო და მასთან ერთად გადაღებული ვიდეო განათავსა. წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება და უკვე ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა - მეგობრები და ნაცნობები ახალგაზრდებს დაოჯახებას ულოცავენ.
ნიკოლოზ გამეზარდაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. მარიამ გრიგოლია, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომელია, სწორედ ზურაბ გამეზარდაშვილის დეპარტამენტში მუშაობდა.