loader

როგორ გამოიყურება ველობილიკი თბილისში, რომელსაც ინტერნეტში საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და რა პასუხი აქვს მერიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ველობილიკი თბილისში, რომელსაც ინტერნეტში საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა და რა პასუხი აქვს მერიას

თბილისის მასშტაბით 8-კილომეტრიანი ველობილიკების მოწყობა თითქმის დასრულებულია. მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ველობილიკი მალე ამოქმედდება. თუმცა, დაუსრულებელმა სამუშაომ უკვე გამოიწვია უკმაყოფილება. "ფეისბუქზე" არაერთ პოსტს შეხვდებით, რომელშიც ველობილიკის ამსახველ ფოტოს სხვადასხვა სახუმარო თუ კრიტიკული კომენტარი მოჰყვა.

Palitravideo.ge დაინტერესდა, არის თუ არა ეს ველობილიკის საბოლოო ფორმა.

როგორც მერიაში განგვიცხადეს, ინფრასტრუქტურის ნაწილი მოეწყო, კონკრეტულად კი, კეთილმოწყობის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტროტუარებზე ასფალტი შეაკეთა. გაკეთდა პანდუსები და მარშრუტზე დაიხაზა ველობილიკის სანიშნეები. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დამონტაჟდა ორი მოთხოვნითი შუქნიშანი, რომელიც ველობილიკის ამოქმედების დროს ჩაირთვება. იგეგმება ასევე 2 ველოსადგომის მოწყობა.

მერიაში ასევე განგვიცხადეს, რომ ეს არ იქნება ველობილიკი ტრადიციული გაგებით, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბათუმშია მოწყობილი; არც თავდაპირველი გეგმით იყო მსგავსი პროექტი განსაზღვრული. ეს იქნება უბრალოდ, ველოსიპედით მოსიარულეთათვის კომფორტულად გადასაადგილებელი მარშრუტი, რომელიც დაიწყება დედა ენის ბაღიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვახუშტის ხიდის საშუალებით, მარცხენა სანაპიროს მოიცავს, ხოლო მოთხოვნითი შუქნიშნის საშუალებით, ველოსიპედით მოსიარულეებს საშუალება ექნებათ, მოხვდნენ ზაარბრიუკენის მოედანზე და მშრალი ხიდით ისევ დედა ენის ბაღში.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი