loader

მარტოხელა დედა თამუნა ბაბილუა ფორტეპიანოზე დაკვრის ეროვნულ რეკორდს ამყარებს - კადრები ეროვნული ბიბლიოთეკიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარტოხელა დედა თამუნა ბაბილუა ფორტეპიანოზე დაკვრის ეროვნულ რეკორდს ამყარებს - კადრები ეროვნული ბიბლიოთეკიდან

ბენდ NIUTONE-ის წევრი თამუნა ბაბილუა, ბაბი ამ წუთებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფორტეპიანოზე დაკვრის ეროვნულ რეკორდს ამყარებს. როგორც სოციალურ ქსელში მაცაცო კევლიშვილი წერს, თამარ ბაბილუამ რეკორდის დამყარება სიმსივნის გამო აქამდე ვერ შეძლო.

"ბაბის, რომელიც ქართულ მუსიკალურ წრეებში თავისი ნიჭიერების გამო ყველას ძალიან უყვარს, რამდენიმე თვის წინ სიმსივნის გამო მსოფლიო რეკორდის მოხსნაზე დროებით უარის თქმა მოუწია, ექიმებმა127 საათის განმავლობაში დაკვრა აუკრძალეს. ამიტომ ის ამ ეტაპზე ეროვნული რეკორდის მოხსნას აპირებს. ბიბლიოთეკაში ის შუადღის 12 საათიდან უკრავს და რეკორდის მოხსნისთვის მინიმუმ 29 მარტის 13 საათამდე უნდა დაუკრას.
ცნობისთვის, ბაბი 29 წლის მარტოხელა დედაა, რომელიც ფოთიდან თბილისში რამდენიმე წელია ჩამოვიდა და ქირით ცხოვრობს. გინესის რეკორდის მოხსნა ბაბის იმისთვის უნდა, რომ შვილისთვის სახლი ეყიდა. ეროვნული რეკორდი არანაირ ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს მუსიკოსს. როგორც ამბობს, ის ახლა თავის თავს უმტკიცებს, რომ შეუძლია!"