გიორგი მარგველაშვილი ძაღლსა და შვლის ნუკრს საკუთარი ხელით კვებავს
"ჩვენი ცხოველები. ტორა და გოგო ერთად მიირთმევენ" - ასეთი კომენტარით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეოს. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მარგველაშვილების ახალი ბინადარი - შვლის ნუკრი ტყეში იპოვეს და პატარა თემოს მოუყვანეს. "გიორგის დასდევს ფინიასავით" - წერს პირველი ლედი კომენტარში. კადრშიც ჩანს, რომ პრეზიდენტი საკუთარი ხელით კვებავს ოჯახის ოთხფეხა ბინადრებს.
იხილეთ: მარგველაშვილების შველი და ძაღლი დაძმობილდნენ
იხილეთ: მარგველაშვილების შველი და ძაღლი დაძმობილდნენ