loader

გიორგი ანწუხელიძე - 2008 წლის ომის ნაწამები გმირის ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ანწუხელიძე - 2008 წლის ომის ნაწამები გმირის ისტორია

გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია. გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის აგვისტო. აქ ყველა გმირია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი.

(გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი კადრები სიუჟეტში გამოყენებულია ჯარისკაცის ოჯახის თანხმობით)

ასევე იხილეთ:
პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა

გიორგი ანწუხელიძე: სიმბოლო გაუტეხავი საქართველოსი - ვიდეო პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან