რას გეგმავს ლევან ვასაძის მოძრაობა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება "ღირსების მარშს" არ გააუქმებს? - "ძალიან მკაფიოდ ვთქვი,10 დღე დაველოდებით..."
"ძალიან მკაფიოდ ვთქვი, ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება შეისმენს ჩვენს მოწოდებას. 10 დღე დაველოდებით... თუ ის ამ ნაბიჯზე არ წამოვა და არ აკრძალავს ე.წ. პრაიდს, მაშინ შესაბამის ზომებს მივმართავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარდეს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.