"ბევრი შაითანი გავანადგურე და შენც გაგანადგურებ!" - კადიროვი მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემუქრა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი პირდაპირ ეთერში იყო და შერეულ საბრძოლო სამყაროში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. რამდენიმე დღით ადრე რამზანმა ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-ის პროექტი უწოდა, რის გამოც გულშემატკივრებმა ის გააკრიტიკეს. კადიროვი მორიგ "ლაივში" ამტკიცებდა, თუ რატომ იყო ხაბიბი UFC-ის პროექტი, როცა ერთ-ერთმა მაყურებელმა კომენტარებში დაუწერა: "შენ ადამიანი არ ხარ, შენ უბრალოდ შაითანი ხარ", რასაც ჩეჩნეთის ლიდერის განრისხება და მუქარა მოჰყვა. იხილეთ ვიდეო.