როგორი იქნება მომავლის ომი კავკასიაში და რა გვასწავლა ყარაბაღის კონფლიქტმა?
10 ნოემბერს, თითქმის ორთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ზავი დაიდო. ზავის მიხედვით, აზერბაიჯანს დაუბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი და ისტორიულად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი წერტილები, მათ შორის, ქალაქი შუშა. ომში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელსაც აზერბაიჯანი ფლობდა. მათი არსენალის მთავარი გამანადგურებელი ძალა უპილოტო თვითმფრინავები იყო, რომლის წინააღმდეგ სომხურმა არმიამ, რომელსაც რუსული ტექნიკა ჰყავდა, განეიტრალება ვერ შეძლო.
შესაბამისად, რა შეიძლება შეცვალოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რეგიონის შეიარაღებაში? ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეო ქეისის“ მკვლევარის, გიორგი ანთაძის თქმით, მომხდარი მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.
ავტორი: ეკა აბაშიძე